თეგებით ძიება

„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე ვეტოს დადება ნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილი საბოტაჟის რეჟიმს იცავს - გია ვოლსკი

„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე ვეტოს დადება ნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილი საბოტაჟის რეჟიმს იცავს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„დადგენილი იყო, რომ ცესკო-ს გადაწყვეტილებები ხმების 2/3-ით მიიღება, მაგრამ პოლიტიკური პარტიებისა და პროფესიული ნიშნით არჩეული პირების ბალანსი მიუთითებს იმაზე, რომ ოპოზიციას ნებისმიერი ტექნიკური გადაწყვეტილების შემთხვევაში შეუძლია, საბოტაჟის რეჟიმზე გადაიყვანოს თავისი საქმიანობა და ცესკო-ს მიერ ნებისმიერ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა შეაჩეროს.

გადაწყვეტილების მიმღები ნახევარზე მეტი უნდა იყოს და არა 2/3, რადგან ნებისმიერი ბერკეტი, რაც რადიკალურ ოპოზიციას საშუალებას აძლევს, ცესკო-ს საბოტაჟი მოახდინოს, ეს არის საფრთხე, რომელიც რეალურად დგას. მრჩეველთა საბჭოს, პრაქტიკულად, არასოდეს უმუშავია და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ამ საბჭოს შეადგენენ, მონაწილეობას იღებენ ცესკო-ს საქმიანობაში და გადაწყვეტილების მიღების დროს გარკვეული პოზიციის გამოხატვის საშუალება აქვთ. კანონზე ვეტოს დადება ნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილი საბოტაჟის რეჟიმს იცავს და უნდა, რომ ეს გატარებული იყოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა