თეგებით ძიება
14. 06. 2024 მსოფლიო

თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი შავი ზღვიდან ნაღმების ამოღებას იწყებს

თურქეთის ელჩმა რუმინეთში, ოზგურ ალთანმა თქვა, რომ თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი დაიწყებენ სამუშაოებს შავი ზღვიდან ნაღმების ამოღების მიზნით, ამ წლის დასაწყისში რატიფიცირებული შეთანხმების საფუძველზე. ინფორმაციას თურქული გამოცემა Hurriyet Daily News ავრცელებს.

"ივლისში თურქული, რუმინული და ბულგარული ხომალდები დაიწყებენ ერთობლივ ოპერაციას შავ ზღვაში ნაღმების საფრთხის დასაძლევად", - ციტირებს გამოცემა ელჩს.

სამმა ქვეყანამ შეთანხმებას ხელი იანვარში მოაწერა. ელჩის თქმით, სულ ოთხი ხომალდი განლაგდება შავ ზღვაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა