თეგებით ძიება
14. 06. 2024 მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი რომის პაპს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც "დიდი შვიდეულის" სამიტზე დასასწრებად გუშინ იტალიაში ჩავიდა, დღეს რომის პაპს შეხვდა. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პონტიფიკოსს მხარდაჭერისა და უკრაინელი ხალხის  ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

„ჩვენ განვიხილეთ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შედეგები, რუსული საჰაერო ტერორი და რთული ვითარება ენერგეტიკულ სექტორში. ასევე ვისაუბრეთ მშვიდობის ფორმულაზე, წმინდა საყდრის როლზე უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარებაში, მოლოდინებზე, გლობალურ სამშვიდობო სამიტზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა დასძინა, რომ უკრაინა აფასებს ვატიკანის მონაწილეობას სამშვიდობო სამიტში და განსაკუთრებით კი რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებაში შეტანილი წვლილისთვის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა