თეგებით ძიება
14. 06. 2024 მსოფლიო

ეს არის იგივე მესიჯები, რაც ჰიტლერს ჰქონდა - ზელენსკი პუტინის პირობებზე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის წინადადება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ულტიმატუმია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

SkyTG24-თან ინტერვიუში ზელენსკიმ პუტინის წინადადებები ჰიტლერის პოლიტიკას შეადარა, რომელმაც ტერიტორიული პრეტენზიები წაუყენა მეზობელ სახელმწიფოებს. 

"ეს ულტიმატუმია და არაფრით განსხვავდებიან წინა ულტიმატუმებისგან. ეს ნაციზმის მეორე აღორძინებაა. ეს არის ახალი ტალღა, რადგან ეს ნაციზმი რუსულია.

ეს არის იგივე მესიჯები, რაც ჰიტლერს ჰქონდა... ას წელზე ნაკლები გავიდა მას შემდეგ, რაც მან თქვა: „მომეცი ჩეხოსლოვაკიის ნაწილი - და ეს ყველაფერი დამთავრდება“.  ეს ისტორიულად ტყუილია. ამის შემდეგ მან პოლონეთის ნაწილი მოითხოვა, ამის შემდეგ მოხდა მთელი ევროპის ოკუპაცია." აღნიშნა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, პუტინი არ შეწყვეტს სამხედრო შეტევას მაშინაც კი, თუ მისი მოთხოვნები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდება.

„ეს ულტიმატუმის შემცველი მესიჯია, რომელიც არაფრით განსხვავდება წარსულში მიღებული მესიჯებისგან. ის არ გაჩერდება. ამიტომ, არ უნდა ვენდოთ ამ მესიჯებს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა