თეგებით ძიება

ვანო ჩხიკვაძის ინციდენტს არავინ დაგმობს ხელისუფლებიდან იმიტომ, რომ მათი ორგანიზებულია - ნათია მეზვრიშვილი

"სამოქალაქო საზოგადოების ფონდის"ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერს, ვანო ჩხიკვაძეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეძახილებით დახვდნენ, რასაც პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება:

ხელისუფლების გარდა არავის აქვს წვდომა ინფორმაციაზე ვინ როდის და რა რეისით მოფრინავს ქვეყანაში. ამიტომ, კი, Vano Chkhikvadze-ს აეროპორტში ოცნება დახვდა თავისი პროპაგანდისტული მედიით. თუ ვინმემ დღეს ქვეყანას უღალატა, ხელისუფლებაა. ვანოსნაირები კი ევროპაშიც და ამერიკაშიც ოცნების მიერ იზოლაციისთვის განწირულ ქვეყანას იცავენ. სანქციები ოცნებას დაუწესეს (სამართლიანად) და არა ქვეყანას, რომელსაც მოღალატე ხელისუფლებაა დღეს ამოფარებული.

გუშინ შალვა პაპუაშვილი 20 წუთი საუბრობდა დასავლური ფულით მოწყობილ თავდასხმებზე და ბულინგზე. როცა ჟურნალისტმა ჰკითხა რას ფიქრობდა სახელმწიფოს მიერ მოწყობილ თავდასხმებზე, პასუხად ისევ კიდევ 10 წუთი ენჯეოების და ოპოზიციის თავდასხმებზე ილაპარაკა. ვანო ჩხიკვაძის ინციდენტს არავინ დაგმობს ხელისუფლებიდან იმიტომ, რომ მათი ორგანიზებულია. ასე წარმოუდგენია დღევანდელ ოცნებას მისი როლი - მოძალადედ და არა ძალადობის აღმკვეთად - წერს მეზვრიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა