განვიხილეთ მშვიდობის ფორმულა, წმინდა საყდრის როლი უკრაინაში სამართლიანობისა და მშვიდობის დამყარებაში - ზელენსკი რომის პაპთან შეხვედრაზე
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდა.
როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, „შეხვედრაზე განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგები, რუსული საჰაერო ტერორი და ენერგეტიკის სექტორში შექმნილი რთული ვითარება“.
„ასევე განვიხილეთ მშვიდობის ფორმულა, წმინდა საყდრის როლი უკრაინაში სამართლიანობისა და მშვიდობის დამყარებაში, მშვიდობის გლობალური სამიტის მოლოდინები“, – წერს ზელენსკი.
ამასთან, როგორც ზელენსკი წერს, მადლობა გადაუხადა პაპს მშვიდობის გლობალურ სამიტში ვატიკანის მონაწილეობისთვის და მშვიდობასთან დაახლოების პროცესში მათ ჩართულობას გაუსვა ხაზი.