თეგებით ძიება

იპოდრომზე ცათამბჯენების მშენებლობა დანაშაულია. ვაკე-საბურთალო ტრანსპორტისათვის გაუვალი გახდება - რომან გოცირიძე

ვაკე-საბურთალოს ფაქტობრივად კოლაფსი ელოდება - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

ივანიშვილი იპოდრომის პარკს  საკუთარი ფულით კი არა, არამედ მის საკუთრებაში  დარჩენილი იპოდრომის ტერიტორიის სამშენებლო მიზნებისათვის უკვე გაყიდული თუ გასაყიდი მიწის ლირებულების მხოლოდ ნაწილის  ხარჯზე აშენებს. 

იპოდრომზე ცათამბჯენების მშენებლობა დანაშაულია. ვაკე-საბურთალო ტრანსპორტისათვის გაუვალი გახდება. იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე ისედაც მიმდინარეობს მასობრივი მშენებლობები. მალე, იქვე ახლოს, დაიწყება  ამიერკავკასიის ყოფილი სამხედრო შტაბის ტერიტორიაზე მასშტაბური სამუშაოები. 

ვაკე-საბურთალოს ფაქტობრივად კოლაფსი ელოდება.  

დღეს თბილისის საკრებულომ, რუსული კანონის მხარდამჭერი კიდევ ერთი ბიზნესმენი სამშენებლო ნებართვით დაასაჩუქრა. 

სხვათაშორის, რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟი უკვე დაუწყიათ. იქ, მეორე უბედურება დატრიალდება, თუ კორპუსები ჩაიდგა. ცოტა ქვემოთ,  ტელევიზიის შენობის ტერიტორიას ჩააბეტონებენ, ასევე ცათამბჯენებით, მერე ლაგუნა-ვერა-აბრეშუმის ყოფილი  ქარხნის ტერიტორიას. ალბათ ზოოპარკიც ამოღებული აქვთ მიზანში. 

გმირთა მოედანი დადგება!

მოსწრებაზე არიან. 

არჩევნების შემდეგ ეს და ქალაქის დამანგრეველი სხვა მსგავსი პროექტები უნდა გაუქმდეს. 

ოთხი თვე დარჩა და როგორმე უნდა გავყაროთ ეს მავნებლები ხელისუფლებიდან - წერს რომან გოცირიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა