მასწავლებელთა მედიანური ხელზე ასაღები ხელფასი, თვეში 1150 ლარია
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მასწავლებლებს ანაზღაურება ეზრდებათ.
საქართველოში ჯამში დაახლოებით 60,000 მასწავლებელია. მათგან უმრავლესობა უფროსი მასწავლებლის კვალიფიკაციას ატარებს. თბილისსა და დიდ ქალაქებში პედაგოგების ანაზღაურება შედარებით უკეთესია, მაღალი დატვირთვის ხარჯზე. დიდ სკოლებში მასწავლებლებს კვირაში 20-25 საგაკვეთილო საათი აქვთ და მათი ანაზღაურება 1200-1500 ლარის ფარგლებში მერყეობს (ვისაც წამყავნი მასწავლებლის სტატუსი აქვს). ზოგადად პედაგოგთა სტანდარტული განაკვეთი 18 საგაკვეთილო საათია. მასწავლებელთა დიდ ნაწილს კვირაში 15-20 საათიანი დატვირთვა აქვთ და მათი ანაზღაურება 1000-1200 ლარს არ აღემატება.
ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ მასწავლებლები საქართველოში კვირაში საშუალოდ 20 საათიანი დატვირთვით მუშაობენ და მათი ანაზღაურება 1000-1300 ლარია. პრაქტიკანტების ხელფასი 500 ლარის გარშემოა, რადგან ისინი დანამატს არ იღებენ. მედიანური ხელფასი ფასდება, როგორც 1150 ლარი.
ავტორი: გიორგი აბულაძე