ბოლო 30 წელიწადში საქართველოში სიცოცხლის ხანგრძლივობა კაცებში 66-დან 70 წლამდე, ხოლო ქალებში 72-დან 75 წლამდე გაიზარდა
ამ დროისთვის საქართველოში კაცის სიცოცხლის ხანგრძლივობა ფასდება 70 წლით, ხოლო ქალისა 75 წლით. გასული საუკუნის 90-იან წლებთან შედარებით ეს 3-4 წლით გაზრდილი მაჩვენებელია. ეს ყველაფერი შეიძლება დავუკავშიროთ ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასა და ჯანდაცვის სისტემის პროგრესს.
აღსაღნიშნავია, რომ დასავლურ ქვეყნებში იგივე მონაცემები ქალისთვის 77-78 წლით ფასდება, ხოლო კაცისთვის 73 წლით.
გასული საუკუნის 70-იან წლებთან შედარებით კი სიცოცხლის ხანგრძლივობა 4-5 წლითაა მომატებული. მომავალში ეს ციფრი მეტად გაიზრდება.