თეგებით ძიება

"მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას EU-ის მისწრაფებების შესაბამისად იმოქმედოს" - ურსულა ფონ დერ ლაიენი

"მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, საქართველოს EU-ის მისწრაფებების შესაბამისად იმოქმედოს," - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან, შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში შეხვედრის შემდეგ X-ზე დაწერა.

"მადლობა სალომე ზურაბიშვილო, თქვენი ლიდერობისთვის. მე ღრმად პატივს ვცემ თქვენს ერთგულებას საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ. ქართველი ხალხის უმრავლესობა ამ გზას მხარს უჭერს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, საქართველოს EU-ის მისწრაფებების შესაბამისად იმოქმედოს," - წერს ფონ დერ ლაიენი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა