თეგებით ძიება
16. 06. 2024 მსოფლიო

მექაში სიცხისგან ექვსი მომლოცველი დაიღუპა

მექაში სიცხისგან ექვსი მომლოცველი დაიღუპა. ყველა მათგანი იორდანიის მოქალაქეა. გავრცელებული ცნობით, ჰაერის ტემპერატურა 48 გრადუსს აღწევდა.

მუსლიმთა წმინდა ადგილას მომლოცველები ჰაჯის ყოველწლიურ პილიგრიმობას ესწრებოდნენ, სადაც, მათ გარდა, კიდევ 1.8 მილიონამდე ადამიანია ჩასული.

იორდანიის ხელისუფლება საუდის არაბეთთან კონტაქტზეა და დაღუპულთა სამშობლოში გადასვენების საკითხზე მუშაობს.

წყარო: 1tv.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა