ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სეტყვამ მოსახლეობა დააზარალა
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სეტყვამ მოსახლეობა დააზარალა. ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.
ადგილობრივების თქმით, სეტყვა ერთდროულად რამდენიმე სოფელში ლასურიაში, ილამიერში, ჩხუტელში, ლაჯანაში და დეხვირში მოვიდა.
მათივე თქმით, სეტყვა დილით იყო. ვენახებისა და სახნავ-სათესი ფართობების გარდა, სოფლების ნაწილში დაზიანებულია საცხოვრებელი სახლებიც.