თეგებით ძიება

ამერიკული სანქციები არ არსებობს, არსებობს ამერიკული მეგობრობა და ჩემს წავლა-წამოსვლაზე არ იდარდოთ, ძალიან გთხოვთ - კახა კალაძე

ამერიკული სანქციები არ არსებობს. არსებობს ამერიკული მეგობრობა,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნება“ დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და კიდევ უფრო მეგობრული გახდება.

„ამერიკული სანქციები არ არსებობს. არსებობს ამერიკული მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობა, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება, გადაიტვირთება, კიდევ უფრო მეგობრული გახდება. რა თქმა უნდა, ჩვენი გზა არის ევროპა, ევროპული მომავალი, ინტეგრაცია, ამ გზაზე „ქართულმა ოცნებამ“ უდიდეს გამარჯვებას მიაღწია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან. ეს გზა არის შეუქცევადი, რაც არ უნდა ზეწოლა იყოს, პრობლემების შექმნის მცდელობა, ამ გზას გავაგრძელებთ, ღირსეულად ვივლით“, - აღნიშნა კალაძემ.

კითხვაზე, ექნება თუ არა პრობლემა, თუ „სანქციების პირობებში ევროპის ქვეყნებში ვერ წავა“ კალაძე პასუხობს: “თქვენ ჩემს წასვლა-წამოსვლაზე არ იდარდოთ, ძალიან გთხოვთ“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა