თეგებით ძიება

„ქართულ ოცნებას“ პესკოვის, ლავროვის და პუტინის გარდა, არცერთი მეგობარი არ ჰყავს - გრიგოლ გეგელია

რუსეთის გარდა "ოცნებას" პარტმიორი აღარ დარჩა, - ამის შესახებ "ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია საუბრობს. ოპოზიციის წევრის თქმით, სრულიად მსოფლო ხედავს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსესეთის სამსახურშია და ქართველ ხალხს ღალატობს. 

გარდა რუსეთისა, გარდა კრემლისა, „ქართულ ოცნებას“ არცერთი პარტნიორი აღარ დარჩა. ის არის სრულიად იზოლირებული საერთაშორისო ასპარეზზე და პესკოვის, ლავროვის და პუტინის გარდა არცერთი მეგობარი არ ჰყავს. შესაძლოა, ერთი კიდევ ჰამასი და ჰეზბოლაც მივათვალოთ. ყველა სხვა მსოფლიო ლიდერი, სრულიად ცივილიზებული საერთაშორისო თანამეგობრობა ერთხმად თვლის და ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დგას რუსეთის სამსახურში, რომ ამ ხელისუფლებამ უღალატა მილიონობით ქართველს, უღალატა ჩვენს მიერ არჩეულ საგარეო კურსს და სამწუხაროდ, დაგვაკარგვინა ის უნიკალური შესაძლებობები, რომელიც დღეს არსებობს საერთაშორისო ასპარეზზე, - ამბობს გრიგოლ გეგელია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა