თეგებით ძიება
16. 06. 2024 მსოფლიო

დადგება მომენტი, როდესაც რუსეთთან საუბარი საჭირო იქნება, მაგრამ ულტიმატუმების ენით საუბრის უფლებას არ მივცემთ - კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ კიევს მოსკოვთან მოუწევს საუბარი, მაგრამ ულტიმატუმების ენაზე ლაპარაკის უფლება არ ექნება.

მისი თქმით, უკრაინას მშვენივრად ესმის, რომ დადგება მომენტი, როცა რუსეთთან საუბარი იქნება საჭირო.

„ჩვენც მშვენივრად გვესმის, რომ დადგება მომენტი, როცა რუსეთთან საუბარი საჭირო იქნება, მაგრამ ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოა: არ მივცემთ რუსეთს უფლებას, ულტიმატუმების ენით ისაუბროს, როგორც ახლა“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, სამიტზე ყველას ესმის, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინის განცხადებას ჰქონდა ერთი მიზანი: სამიტის წინა დღეს „პიარ ტალღის შექმნა“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა