აშშ-ში ცოლ-ქმარმა Powerball-ის ლატარიაში $842,4 მილიონი დოლარი მოიგო
აშშ-ის მიჩიგანის შტატში ცოლ-ქმარმა Powerball-ის ლატარიაში შტატისთვის რეკორდული თანხა - 842,4 მილიონი დოლარი მოიგო - ამის შესახებ People წერს.
იმის მიუხედავად, რომ უკვე მულტიმილიონერები არიან, გამარჯვებულებს სამსახური ჯერ არ დაუტოვებიათ.
იღბლიანმა წყვილმა მოგებული ფულის მთლიანად აღება გადაწყვიტა, რაც ნიშნავს, რომ ცოლ-ქმარი მოგებული თანხის მხოლოდ ნახევარს მიიღებს, რომელიც ფედერალურ და სახელმწიფო გადასახადებს დაექვემდებარება. ეს მათ მოგებას დაახლოებით 305 მილიონ დოლარამდე შეამცირებს.