საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 19:42 საათზე დაფიქსირდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ეპიცენტრი ქალაქ ონიდან სამხრეთით 4კმ-ში, აღმოსავლეთით, სოფელ ცხმორთან იყო.
მიწისძვრის სიძლიერემ 4.4 მაგნიტუდა შეადგინა.