“კვარაცხელია არ იყიდება" - "ნაპოლი"
“კვარაცხელია არ იყიდება" - ამის შესახებ ნაპოლიმ სოციალურ ქსელში საჯაროდ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის და მამის, ბადრი კვარაცხელიას განცხადებას უპასუხა, რომელთა თქმითაც, მათ ნაპოლიში ხვიჩას დარჩენა აღარ სურდათ.
ინფორმაციას GeoTeam-ი ავრცელებს:
“კვარაცხელია არ იყიდება, დასრულებულია ამბავი!”
ნაპოლიმ სოციალურ ქსელში საჯაროდ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის და მამის, ბადრი კვარაცხელიას განცხადებას უპასუხა, რომელთა თქმითაც, მათ ნაპოლიში ხვიჩას დარჩენა აღარ სურდათ.
“კვარაცხელიას აგენტის და მშობლის საპასუხოდ, ვამბობთ, რომ ხვიჩას კლუბთან კონტრაქტი კიდევ 3 წლით აკავშირებს და არც განიხილება მისი გაყიდვა. ნაპოლის მოთამაშის მომავალს წყვეტს კლუბი და არა მისი აგენტი ან მამა. დასრულებულია ამბავი”.
მამუკა ჯუღელის და ბადრი კვარაცხელიას განცხადებით, ხვიჩასთვის ნაპოლიში დარჩენა დაკარგული 1 წელი იქნება.
რა თქვა მამუკამ: “ნაპოლის დიდი გეგმები აქვს, თუმცა არ ვამბობ, რომ ხვიჩას აქ დარჩენა სურს, ეს არ მიგულისხმია. ჩვენი მიზანია აქედან გასვლა, თუმცა ველოდებით ევროპის ჩემპიონატის დასრულებას, ამ საკითხზე არ გვისაუბრია. ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის კლუბია, თუ ხვიჩა დარჩება, 1 წელს დაკარგავს, ვღელავთ”.
“ევრო 2024-ის დასრულებამდე არ ვაპირებ ხვიჩასთან ამ თემაზე საუბარს, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ამას პირველად ვამბობ: არ მსურს ჩემი შვილი ნაპოლიში დარჩეს. ერთ წელში 4 სხვადასხვა მწვრთნელთან იმუშავა, ეს ამბავი მაფიქრებს, არაკომფორტულია” - თქვა ბადრი კვარაცხელიამ გადაცემაში “სპორტი იმედზე”.