სუპერკომპიუტერმა საქართველოსა და თურქეთის ზუსტი ანგარიში დაასახელა - ნახეთ პროგნოზი
საქართველოს ეროვნული ნაკრები 18 ივნისს, დორტმუნდში, 20:00 საათზე თურქეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
ამ შეხვედრასთან დაკავშირებით ბევრი ტიპის პროგნოზი გავრცელდა, ერთ-ერთი მათგანი კი სუპერკომპიუტერმა შემოგვთავაზა.
ხელოვნური ინტელექტი ამბობს, რომ საქართველოსა და თურქეთის დაპირისპირებაში გამარჯვება ვილი სანიოლის გუნდს დარჩება!
ასევე, სუპერკომპიუტერი იმასაც ამბობს, რომ ეროვნული ნაკრები თურქეთს მინიმალური სხვაობით, 2:1-ს დაამარცხებს.