თეგებით ძიება

თბილისის რომელ ნაწილს მიეწოდება წყალი ცისტერნებით - ქუჩების ჩამონათვალი

სოფელი წიწამურის მიმდებარედ, ვაკე-საბურთალოს, გლდანის რაიონის ნაწილს და ქალაქ მცხეთას წყალმომარაგება არ მიეწოდება.

კომპანია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

დღეს, 16 ივნისს, სოფელი წიწამურის მიმდებარედ, თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი ავარიულად დაზიანდა.

აღნიშნული წყალსადენის დაზიანებული მონაკვეთი ხელოვნურად  ნაყარი გეოლოგიურად არასტაბილური გრუნტის  ქვეშ  მდებარეობს, რაც სამუშაოების წარმოებას საკმაოდ ართულებს და შესაძლოა  გამოიწვიოს სამუშაო პროცესის გახანგრძლივება.

იმისთვის, რომ მოსახლეობას ეტაპობრივად მივაწოდოთ სასმელი წყალი, კომპანია ალტერნატიული გზებით რეზერვუარების შევსების გეგმაზე მუშაობს.

ადგილზე მიმდინარე სამუშაო პროცესებისა და  წყალმომარაგების აღდგენის შესახებ მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირების მიზნით, ინფორმაცია ოპერატიულად გავრცელდება კომპანიის ვებგვერდით, სოციალური ქსელებითა და სხვადასხვა ინტერნეტ სააგენტოებით.

აღნიშნულ პერიოდში, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მიაწვდის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა