თეგებით ძიება

ჩვენ ვერავის ვიხდენთ ამ პოლიტიკურ სპექტრში და შესაბამისად, ვფიქრობ, ცალკე გავალთ არჩევნებზე - იაგო ხვიჩია

მგონია, რომ ხელისუფლება თვითონ აპირებს საკუთარ თავს „მაიდანი“ მოუწყოს იმდენს გაიძახის „მაიდანი", "მაიდანიო", - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ქვეყანაში არავინ საუბრობს იმდენს "მაიდანზე", რამდენსაც ხელისუფლება.

„მგონია, რომ ხელისუფლება თვითონ აპირებს საკუთარ თავს "მაიდანი" მოუწყოს იმდენს გაიძახის "მაიდანი", "მაიდანიო", მაშინ როდესაც კონკრეტული ადამიანები არ არსებობს ბუნებაში, ვინც ეჭვმიტანილია, ან შესაძლო ეჭვმიტანილია სამომავლოდ "მაიდანის" მოწყობაში," - აღნიშნა ხვიჩიამ.

გარდა ამისა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა განაცხადა, რომ პარტია „გირჩი“ ვერავის იხდენს და არჩევნებზე, სავარაუდოდ, ცალკე გავა.

„ჩვენ ვერავის ვიხდენთ ამ პოლიტიკურ სპექტრში და შესაბამისად, ვფიქრობ, ცალკე 36 ნომრით გავალთ არჩევნებზე," - აღნიშნა ხვიჩიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა