თეგებით ძიება

ხომ არავინ ფიქრობდა, რომ საერთოდ გავიდოდით ჩემპიონატზე? ახლა ისევ არ სჯერათ, არავინ, არასოდეს არ იცის რა და როგორ მოხდება - ხვიჩა კვარაცხელია

"მართალია, რომ საქართველო საუკეთესოა. ყველაფერში. ოღონდ მგონი გულის სიღრმეში არავის სჯეროდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავიდოდით. არავინ ამბობდა, მაგრამ ყველა ასე ფიქრობდა“, - ამის შესახებ ხვიჩა კვარაცხელიას ბლოგშია აღნიშნული, რომელიც The Players' Tribune-ზე გამოქვეყნდა.

"ფეხბურთი - ფეხბურთია. არავინ, არასოდეს არ იცის რა და როგორ მოხდება. ხომ არავინ ფიქრობდა, რომ საერთოდ გავიდოდით ჩემპიონატზე?! ახლა ისევ არ სჯერათ. ამბობენ, საქართველოს შანსი არ აქვსო. ყველა ამას იძახის. მაგრამ, მე იცი რას გეტყვი? მე ასე ვიტყვი...აბა ჯერ ქართველებს ჰკითხეთ“, - ამბობს კვარაცხელია. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა