ეს ჰგავს ცალმხრივი სიყვარულის ისტორიას გახარიას მხრიდან - ლელო ექსპრემიერთან თანამშრომლობას არ გეგმავს
გავრცელებულ იფნრომაციას, თითქოს წინასაარჩევნიდ "ლელო" და გახარიას გუნდი ერთობის შექმნას გეგმავს, "ლელოში" კატეგორიულად უარყოფენ. ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ გახარიასთან დაკავშირებით საზოგადოებას უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა აქვს, ამიტომ მათთან თანამშრომლობას არ გეგმავენ.
ეს ყველაფერი ჰგავს ცალმხრივი სიყვარულის ისტორიას გიორგი გახარიას მხრიდან. ცალსახად და მკაფიო შეგვიძლია ვთქვათ, რომ არც წარსულშ არ ყოფილა რაიმე ტიპის კონსულტაცია და კომუნიკაცია გახარიას გუნდთან, არც აწმყოში მიმდინარეობს და არც მომავალში იგეგმება. საზოგადოებაშიც და „ლელოშიც“ არსებობს შეკითხვები გიორგი გახარიას გუნდის მიმარფთ წარსულთან დაკავშირეით, თუმცა არ გავაგრძელებ ამ ყველაფერს, იმიტომ, რომ „ლელოს“ აქვს მორატორიუმი გამოცხადებული თავდაუსხმებლობის შესახებ, რომ უსაგნო კრიტიკა არ მიმდინარეობეს ოპოზიციურ პარტიებს შორის, - ამბობს ირაკლი კუპრაძე.
„ლელოსთან“ თანამშრომლობის მზაობაზე გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ ისაუბრა კითხვის საპასუხოდ, რამდენად წარმოუდგენია მამუკა ხაზარაძესთან ოდესმე თანამშრომლობა.
„არც არაფერი მომხდარა. ბრალდებები გავიგე, ბევრ რამეს მაბრალებდნენ, ბრალდებების გამო შეიძლება, მე ვიყო გაბრაზებული, მაგრამ მე არა მაქვს არანაირი ემოციური დატვირთვა. პირიქით, ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს და ვამბობთ, რომ ყველა იმ პოლიტიკური ძალიდან, რომელიც დღეს საქართველოს პოლიტიკურ ველზე არსებობს, ჩვენთვის ყველაზე ახლო „ლელოა“. მათ მაგივრად გადაწყვეტილებას მე ხომ ვერ მივიღებ“, — განაცხადა გახარიამ და დასძინა, რომ თვითონ ასეთი თანამშრომლობის წინააღმდეგი არ იქნებოდა.