თეგებით ძიება

„იმედში“ არ არის იმ ხალხის ადგილი, რომლებიც „ნაცმოძრაობაზე“ მოძალადის დაძახებას ერიდებიან - ნათია სონღულაშვილი თამარ შარიქაძეზე

„იმედში“ არ არის იმ ხალხის ადგილი, რომლებიც „ნაცმოძრაობაზე“ მოძალადის დაძახებას ერიდებიან და მიზეზებს ეძებენ მათზე კრიტიკული სიუჟეტებისგან თავის ასარიდებლად, - ასე ეხმიანება „ქრონიკის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნათია სონღულაშვილი „ტელეიმედის“ უკვე ყოფილი თანამშრომლის თამარ შარიქაძის განცხადებას.

„სამწუხაროა, რომ ახალ სამსახურში პიარი ყოფილი თანაგუნდელების შეურაცხყოფით გადაწყვიტა. „იმედში“ ძალიან ღირსეული ადამიანები მუშაობენ, რომლებიც ყველაზე ნაკლებად იმსახურებენ ასეთ დამოკიდებულებას.

აქვე შემიძლია ვთქვა, რომ ამ ტელეკომპანიაში ისედაც არ არის იმ ხალხის ადგილი, რომლებიც „ნაცმოძრაობაზე“ მოძალადის დაძახებას ერიდებიან და მიზეზებს ეძებენ მათზე კრიტიკული სიუჟეტებისგან თავის ასარიდებლად. უფრო ღრმად ნამდვილად არ ვაპირებ ამ თემაში შესვლას“, - აცხადებს ნათია სონღულაშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა