უკრაინის დახმარებას თუ შევწყვეტთ, შესაძლოა, პუტინის ჯარები პოლონეთთან აღმოჩნდნენ - ანალენა ბერბოკი
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, თუ დასავლეთი უკრაინის დახმარებას არ გააგრძელებს, გაჩნდება საფრთხე, რომ პუტინის ჯარები პოლონეთთან საზღვარზე აღმოჩნდნენ. ამის შესახებ ბერბოკი გამოცემა Süddeutsche Zeitung-ს ესაუბრა.
ბერბოკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ უკრაინის დახმარება შეწყდება, ევროკავშირი შეიძლება დადგეს იმ ფაქტის წინაშე, რომ რუსული ჯარი მის საზღვრებთან იქნება.
„თუ ჩვენ არ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, პუტინის ჯარი პოლონეთის საზღვართან შეიძლება აღმოჩნდეს. ომი სწრაფად აღმოჩნდება ევროკავშირისა და ნატოს ტერიტორიაზე", - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.