თეგებით ძიება

სტადიონზე დამონტაჟებული იქნება ექვსი ძალიან დიდი მონიტორი, სადაც მხარდამჭერებს საშუალება ექნებათ, თურქეთ-საქართველოს მატჩს პირდაპირ ეთერში უყურონ - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპის ჩემპიონატის ღია ჩვენებისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სტადიონზე განთავსდეს ექვსი დიდი მონიტორი, სადაც მხარდამჭერებს საშუალება ექნებათ, თურქეთ-საქართველოს მატჩს პირდაპირ ეთერში უყურონ. ასევე, სტადიონის გარეთ განთავსებული იქნება კვების ობიექტებიც.

თბილისის მერმა ფეხბურთელებს კიდევ ერთხელ უსურვა წარმატება ხვალინდელ შეხვედრაზე.

„ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, ქართველი გულშემატკივრებისთვის, ვინც დარჩა საქართველოში და ვერ მოახერხა გამგზავრება, მიხეილ მესხის სტადიონზე იქნება შესაძლებელი მატჩის პირდაპირ ეთერში ყურება. დამონტაჟებული იქნება ექვსი ძალიან დიდი მონიტორი. საკმაოდ სასიამოვნო გარემო იქნება შექმნილი. ასევე სტადიონის გარეთ განთავსებული იქნება კვების ობიექტები და იქნება ძალიან კომფორტული გარემო, რათა ვუგულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებს. ხვალ ნამდვილად დიდი დღეა, რომელსაც დიდი ხანია, ველოდებით. ყველა ქართველი გულშემატკივრის ოცნება იყო, რომ ჩვენი ნაკრები ერთხელ მაინც მოხვედრილიყო ევროპის ჩემპიონატზე და ფეხბურთელებმა ეს ბედნიერება გვაჩუქეს. მინდა, წარმატება ვუსურვო ბიჭებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მიხეილ მესხის სტადიონზე მისვლა გულშემატკივარს ხვალ, 20:00 საათიდან შეეძლება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა