თეგებით ძიება

„ასე დატოვა მშივრები სპილომ ჩემი მშობლები“ - რა მოხდა წლების წინ თბილისის ცირკში?

ფეისბუქის ჯგუფში „თბილისური ამარკორდი“ წლების წინ, თბილისის ცირკში გადაღებული ერთი საოცარი ფოტოს ისტორია ვრცელდება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ეს იყო ჩვენს დაბადებამდე, ერთ საღამოს მამაჩემს დედაჩემი და ბებიაჩემი ცირკში წაუყვანია. სამსახურიდან ახალ მოსულებს ვახშამი ვერ მოუსწრიათ, ამიტომ ბებიაჩემს ახალი გამომცხვარი ხაჭაპურები დაუჭრია და თან წაუღიათ, შესვენებაზე მივირთმევთო. როცა ეს სპილო გამოჩნდა მომთვინიერებელს მიუცია უფლება მაყურებლისთვის სპილოსთვის შეეთავაზებინათ რამე, რაც თან ჰქონდათ. ზოგმა კანფეტი მიაწოდა თურმე, ზოგმა ფუნთუშა, ზოგმაც.....დედაჩემმა კი ერთი ნაჭერი ხაჭაპური გაუწოდა. სპილომ შეჭამა და ფეხი არ მოიცვალა, იძულებული გახდა კიდევ მიეცა, არც ეხლა განაგრძო გზა მრგვალ არენაზე. ხორთუმს კალთაში ურტყავდა კიდევ მომეციო.   სანამ ცარიელი ქაღალდი არ გაშალა და არ აჩვენა დედაჩემმა მანამდე ფეხი არ მოიცვალა. ასე დატოვა მშივრები სპილომ ჩემი მშობლები, მიუხედავად ამისა ეს ფოტო დედაჩემს ძალიან უყვარდა.   ფოტო -გენადი სანაიასი - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი მაია ებრალიძე. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა