თეგებით ძიება
18. 06. 2024 მსოფლიო

ჩინეთმა პასუხი უნდა აგოს პუტინის ომის მხარდაჭერისთვის - სტოლტენბერგი

ჩინეთმა პასუხი უნდა აგოს უკრაინაში რუსეთის ომის მხარდაჭერისთვის, თუ ის არ შეცვლის თავის გზას, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა BBC განუცხადა.

მისი თქმით, პეკინი „ცდილობს ორ სკამზე დაჯდეს“, მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო ძალისხმევას და ასევე, ცდილობს შეინარჩუნოს ურთიერთობა ევროპელ მოკავშირეებთან.

„ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ იმუშავებს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა ვაშინგტონში ვიზიტის დროს.

შვეიცარიაში გამართულ სამშვიდობო სამიტზე ათობით ქვეყანამ პირობა დადო, რომ მხარს დაუჭერდა კიევს, მაგრამ რუსეთმა ამას დროის კარგვა უწოდა და აღნიშნა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე დათანხმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა რეალურად კაპიტულაციას მოახდენს.

კითხვაზე, თუ რა შეუძლიათ ნატოს წევრებს გააკეთონ ჩინეთის მხრიდან რუსეთის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ „საუბრები, შესაძლოა, დაიწყოს სანქციების შესახებ“.

პეკინს უკვე დაუწესეს გარკვეული სანქციები რუსეთის მხარდაჭერისთვის - გასულ თვეში აშშ-მა გამოაცხადა შეზღუდვები, რომლებიც გავლენას მოახდენდა ჩინეთსა და ჰონკონგში დაფუძნებულ დაახლოებით 20 კომპანიაზე.

„რუსეთი ახლა უფრო და უფრო მეტ ავტორიტარულ ქვეყნებს უერთდება“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა და მიანიშნა - ირანზე, ჩინეთზე და ჩრდილოეთ კორეაზე.

მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს საარტილერიო ჭურვები გაუგზავნა, სანაცვლოდ კი რუსეთმა მიაწოდა მოწინავე ტექნოლოგია ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო და ბირთვული პროგრამებისთვის.

„ასე რომ, ჩრდილოეთ კორეა ეხმარება რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის წარმოებაში“, - დასძინა სტოლტენბერგმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა