თეგებით ძიება
18. 06. 2024 მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი - წელს თავდაცვაზე მშპ-ის მინიმუმ 2%-ს ნატო-ს 20-ზე მეტი წევრი ქვეყანა დახარჯავს

წელს თავდაცვაზე მშპ-ის მინიმუმ 2%-ს ნატო-ს 20-ზე მეტი წევრი ქვეყანა დახარჯავს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვაშინგტონში, უილსონის ცენტრში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ წელს თავდაცვაზე მშპ-ის მინიმუმ 2%-ს ნატო-ს 20-ზე მეტი წევრი ქვეყანა დახარჯავს. ეს კარგია ევროპისთვის და კარგია ამერიკისთვის“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო-ს თავდაცვის ხარჯების საკითხი აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრის მთავარი თემა იქნება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა