ელისო ბოლქვაძე ჩინეთის ელჩს შეხვდა
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პეტრ კუბერნატს შეხვდა.
საუბრისას განიხილეს სახელოვნებო განათლების საკითხების მნიშვნელობა და კულტურის დიპლომატიის კონცეპტუალურ საკითხებზე.
„ბატონმა კუბერნატმა გაგვიზიარა მის ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა ინკლუზიის შესახებ სახელოვნებო განათლების სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებში არსებული გამოცდილება, რომელთან დაკავშირებითაც კულტურის კომიტეტს ჩატარებული აქვს მოკვლევა” - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ