თეგებით ძიება

უკრაინელებმა რუსების გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს

რუსებმა უკრაინას წუხელ Shahed-131/136 ტიპის 10 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, უკრაინელებმა ყველა დრონი გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.

„უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფებისა და საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფების საბრძოლო მუშაობის შედეგად, ზაპოროჟიეს და დნეპროპეტროვსკის ოლქებში ყველა Shahed-ი ჩამოაგდეს“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

მათივე ცნობით, ოკუპანტებმა დრონები რუსეთის ქალაქ პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიიდან გაუშვეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა