თეგებით ძიება
18. 06. 2024 მსოფლიო

სომხეთმა და საფრანგეთმა Caesar-ის შეძენაზე ხელშეკრულება გააფორმეს

სომხეთმა და საფრანგეთმა Caesar-ის საარტილერიო დანადგარის შეძენასთან დაკავშირებით კონტრაქტი გააფორმეს, - ამის შესახებ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ სომხეთის თავდაცვის მინისტრ სურენ პაპიკიანთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.

მისი თქმით, სურენ პაპიკიანთან თბილი და პროდუქტიული დიალოგი ჰქონდა.

„Caesar-ის იარაღის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებით, ახალ მნიშვნელოვან ეტაპს მიღწეულია“, - აღნიშნა ლეკორნუმ.

შეგახსენებთ, ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთი აპირებს სომხეთს, სამი რადარის გაყიდვით და Mistral-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიწოდებაზე შეთანხმების გაფორმებით, საჰაერო თავდაცვის გაუმჯობესებაში დაეხმაროს. საფრანგეთმა ასევე გადაწყვიტა, სომხეთს Bastion-ის ტიპის 50 ჯავშანტექნიკა გაუგზავნოს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა