რუსულმა სასამართლომ ალექსეი გონჩარენკოს დაუსწრებლად 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
რუსეთის მე-2 დასავლეთ ოლქის სამხედრო სასამართლომ, უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატს ალექსეი გონჩარენკოს დაუსწრებლად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გონჩარენკო რუსულმა სასამართლომ "დამნაშავედ" ცნო პოლიტიკური სიძულვილის საფუძველზე „სამხედრო ფეიქების“ გავრცელებაში (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 207.3 მუხლის მე-2 ნაწილი), ტერორიზმის გამართლებაში (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 205.2 მუხლის მე-2 ნაწილი) და სიძულვილის წაქეზებაში ძალადობის მუქარით (სსკ-ის 282-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
კონკრეტულად რა გახდა უკრაინელი დეპუტატის სისხლისსამართლებრივი დევნის მიზეზი, უცნობია.