თეგებით ძიება

„ახლა მეტირება და ჩვენს ბიჭებს რომ დავინახავ, იქ ალბათ ვიტირებ...“ – 88 წლის ქიზიყელი რობი პაპა გერმანიაში, ქართველი ფეხბურთელების საგულშემატკივროდ გაემგზავრა (ვიდეო)

ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი, ქიზიყელი რობინზონ ნატროშვილი, რომელიც საზოგადოებამ 26 მარტს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ისტორიული გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ გავრცელებული ემოციური ვიდეოებიდან გაიცნო, საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ დორტმუნდში გაემგზავრა.

„ძალიან მაღალი ემოციები მაქვს, ნამდვილად კარგი ბიჭები გვყავს – კარგი, საყვარელი, ძლიერი, ძალიან კარგები და იმედი მაქვს, რომ ნამდვილად გაამართლებენ, ველი, რომ უნდა გავიმარჯვოთ, იმიტომ მივდივარ, აბა, იქ რა მინდა, იქ რისთვის მივდივარ?

ეს ძალიან დიდებული წარმოსადგენია, გარდა იმისა, რომ იქ ამდენი ქართველი იქნება, ეს ქართველობა თავის სიტყვას იტყვის.

რა ვთქვა? ჩვენს ბიჭებს რომ დავინახავ, ახლა მეტირება და ალბათ იქ ვიტირებ. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ფეხბურთზე გერმანიაში წავიდოდი. ჩვენი ქვეყნის ნაკრების გამარჯვება ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა გაიმარჯვებს და წინ წავა“, – ამბობს რობინზონ ნატროშვილი „ტვ პირველთან“ საუბარში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა