დორტმუნდში პოლიციამ ქართველი გულშემატკივარი დააკავა
დორტმუნდში, საქართველოსა და თურქეთის ეროვნული ნაკრებების შეხვედრის წინ, ადგილობრივმა პოლიციამ ერთ-ერთი ქართველი ქომაგი დააკავა.
არსებული ცნობით, ნაკრების გულშემატკივარმა პიროტექნიკა გამოიყენა, რაც დორტმუნდში აკრძალულია.
დაკავებას, პოლიციასა და ქართველ ქომაგებს შორის მცირე დაპირისპირება მოჰყვა, თუმცა, სიტუაცია მალევე განიმუხტა.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებმა სტადიონზე მისვლამდე მსვლელობა მოაწყვეს.
შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები თურქეთის წინააღმდეგ, 20:00 საათზე დაიწყებს.