„დავმარცხდით სახელოვნად - ეს არაა ხელწამოსაკრავი ამბავი“ - ლაშა ბერულავა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი გამართა. მისი მოწინააღმდეგე თურქეთი იყო, რომელმაც მძიმე ბრძოლაში, 3:1 გაიმარჯვა.
ანგარიში უსამართლო იყო, მინიმუმ, ფრეს ვიმსახურებდით - ჟურნალისტი, ოდიშინიუსის დაფუძნებელი ლაშა ბერულავა ისტორიულ მატჩს სოციალურ ქსელში აფასებს:
შენიშვნები:
ჩაკვეტაძემ სწორად გაშალა ხელები გაკვირვებისგან - მე მცვლითო?
წიტაიშვილი კრიტიკას ვერ უძლებდა.
კვარაცხელია საერთოდ გინდ გვყოლია, გინდ არა - 7-დან 6 დრიბლინგი როცა არ გამოსდის, უნდა შეცვალო, გინდაც კვარაცხელია იყოს.
ზივზივაძეს რომ ტრავმა ჰქონდა, მესმის, მაგრამ მაინც გაქაჩავდა, მეორე ტაიმის დასაწყისიდან მაინც.
მამარდაშვილი სწორად მოიქცა, როცა მეტოქის საჯარიმო მოედანზე ჩავიდა, ჩემი აზრით.
ზოგადად, ძალიან თანაბრად და კიდევ უკეთაც ვეთამაშეთ, უბრალოდ, თურქებს უფრო გაუმართლა.
ანგარიში უსამართლო იყო, მინიმუმ, ფრეს ვიმსახურებდით.
დავმარცხდით სახელოვნად - ეს არაა ხელწამოსაკრავი ამბავი.
მაგრამ:
ჯერ ყველაფერი წინაა - წერს ბერულავა.