რამდენი დღე დასჭირდება დაზიანებული მაგისტრალური მილსადენის აღდგენას - GWP განცხადებას ავრცელებს
დაზიანებული მაგისტრალური მილსადენის აღდგენითი სამუშაოები 7 დღე გაგრძელდება -"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ინფორმაციით, სოფელ წიწამურის მიმდებარედ მეწყრული მიწის ფენის მოხსნის სამუშაოები 17 ივნისს, ღამის 23:00 საათზე დაიწყო.
"მიმდინარეობს მეწყრული ფერდობის დატერასება, რის შემდეგაც ლოკალურად შეკეთდება ქსელის დაზიანებული მონაკვეთი. ადგილზე 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში მუშაობს 7 ერთეული მძიმე ტექნიკა. ეს არის ამ ეტაპისთვის მაქსიმალური რაოდენობა, რისი განთავსებაც შესაძლებელია სამუშაო ტერიტორიაზე. დასამუშავებელი მიწის არეალის გაფართოებასთან ერთად, ეტაპობრივად დაემატება მძიმე ტექნიკაც" - წერია განცხადებაში.
GWP ინფორმაციით, სამუშაოების დასრულებამდე, თბილისის ზოგიერთ უბანს წყალი კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული გრაფიკის მიხედვით მიეწოდება.