თეგებით ძიება
19. 06. 2024 მსოფლიო

ლვოვში, დრონებით თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა

უკრაინაში, ლვოვში დრონებით თავდასხმის შედეგად, 70 წლის მამაკაცი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ლვოვის მერის, ანდრეი სადოვოის განცხადებით, მალეხოვის თემში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და კერძო სახლები დაზიანდა დაზიანებულია საოფისე ფართიც.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადებული იყო ხარკოვის, დონეცკის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ნიკოლაევის, ხერსონის, ოდესისა და ვინიცის ოლქებში. რუსების მიერ გაშვებულმა დრონებმა ლვოვამდეც მიაღწიეს, სადაც საჰაერო თავდაცვა მუშაობდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა