თეგებით ძიება

„ეს არის მოსახლეობის მანიპულირება. უნდათ გადაფარონ ის უმძიმესი ეკონომიკური ვითარება, რაც ქვეყანაშია“ - გოცირიძე

“ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის განხილვა პარლამენტში ხვალიდან იწყება. ოპოზიცია განხილვებში ჩართვაზე უარს ამბობს და პროცესს ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად მიიჩნევს.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ევროოპტიმისტები“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ამბობს, რომ მმართველი ძალის მთავარი სურვილია, საკანონმდებლო პაკეტის განხილვით გადაფარონ ის მძიმე ეკონომიკური ვითარება, რაც ქვეყანაშია.

“არაკონსტიტუციური კანონის განხილვაში მონაწილეობას ვერ მივიღებთ. ეს არის მოსახლეობის მანიპულირება. უნდათ გადაფარონ ის უმძიმესი ეკონომიკური ვითარება, რაც ქვეყანაშია. ამიტომ, უნდათ სატყუარა, მოგონილი თემების შემოგდება, რათა მთავარი პრობლემებიდან ყურადღება გადაიტანოს ამომრჩეველმა,“ - აცხადებს რომან გოცირიძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “საქართველოსთვის“ წევრი, მიხეილ დაუშვილი ამბობს, რომ ბავშვებისკენ მიმართული პროპაგანდა მიუღებელია.

“პროპაგანდა და მით უმეტეს ბავშვებზე მიმართული პროპაგანდა მიუღებელია ჩვენთვის. საბოლოო ჯამში მივდივართ იქამდე, რომ ოცნებას ბავშვები კი არ ადარდებს და ბავშვების წინააღმდეგ პროპაგანდა კი არ ადარდებს, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მათ ერთადერთი რაც ადარდებთ, ძალაუფლების შენარჩუნებაა და ამისთვის იბრძვიან მხოლოდ და მხოლოდ. რომ ვიცოდეთ, ეს ყველაფერი არის მართლა ბავშვების დაცვაზე მიმართული, მაშინ რა თქმა უნდა, ეს სწორი იქნება,“ - აცხადებს მიხეილ დაუშვილი.

ცნობისთვის, უმრავლესობის მიერ ინიცირებული, 19 კანონპროექტისგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტი სამართლებრივ ჩარჩოში აქცევს ქორწინების, შვილად აყვანის, სქესის შეცვლის პროცედურებს და ზღუდავს ეგრეთწოდებულ ლგბტ პროპაგანდას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა