თეგებით ძიება
19. 06. 2024 მსოფლიო

ეროვნული ასამბლეის დათხოვნის გარეშე ქაოსი იქნებოდა - ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ეროვნული ასამბლეის დათხოვნის გარეშე ქაოსი იქნებოდა.

„დათხოვნის გარეშე ქაოსი იქნებოდა. ამომრჩეველთა „ჩუმი უმრავლესობა“ პოლიტიკური ექსტრემისტების „არეულობას“ ეწინააღმდეგება“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ევროპარლამენტის არჩევნებში მისი პარტიის დამარცხების შემდეგ, ეროვნული ასამბლეის დათხოვნა ყველაზე მძიმე, ყველაზე სერიოზული, მაგრამ ყველაზე საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება იყო.

შეგახსენებთ, საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნები 30 ივნისს, მეორე ტური კი 7 ივლისს ჩატარდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა