მელია ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტზე: არ მგონია, რომ დღეს ქართველი ხალხის დაკვეთა იყოს მსგავსი კანონპროექტების ინიცირება
არ მგონია, რომ დღეს ქართველი ხალხის დაკვეთა იყოს მსგავსი კანონპროექტების ინიცირება, - ამის შესახებ პარტია „ახალის" თანათავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
„„ქართული ოცნების“ სანოტარო ბიურო, ანუ იგივე პარლამენტი რა კანონებს აინიცირებს, საქმის კურსში ნამდვილად არ ვარ, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ არ ასახავს ქართველი ხალხის ნებასა და საჭიროებებს. არ მგონია, რომ დღეს ქართველი ხალხის დაკვეთა იყოს მსგავსი კანონპროექტების ინიცირება“, - აღნიშნა მელიამ.
პარლამენტში ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტის ირგვლივ საკომიტეტო განხილვა მიმდინარე კვირაში გაიმართება.