"გოოოლ. ეს არის ბოლო მისი სიტყვა და ბოლო მისი სიხარული!!!" - რა გახდა ალეკო თხილაიშვილის გარდაცვალების მიზეზი?
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლის, გადაცემა „გასტრომოყვარულის“ წამყვანის, ალეკო თხილაიშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში მსახიობი, ანრი ბიბინეიშვილი ემოციური პოსტით ეხმაურება.
„ასეთ ადამიანებზე ამბობენ უდროოდ მიდიანო, ასეთი ადამიანებით ლამაზდება ჩვენი ქალაქები თუ ქვეყანა, ასეთები ქმნიან ისტორიას და დიახ, გარდაივცვალა და დატოვა საუკუნოდ სათქმელი, რომ მისი ქვეყნის ნაკრების გოლი აღმოჩნდა მისი უკანასკნელი სიხარული!!!
გოოოლ. ეს არის ბოლო მისი სიტყვა და ბოლო მისი სიხარული!!!
შენს ქართულ გახეთქილ გულს ვენაცვალე ალე!!!
უმაგრესი კაცი დაკარგა აჭარამ და ვგლოვობთ მთელი აჭარა!“ - წერს მსახიობი.
გავრცელებული ინფორმაციით, მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და როგორც ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ, მას ფეხბურთის ყურების დროს გული გაუჩერდა.