თეგებით ძიება
19. 06. 2024 მსოფლიო

სირსკი: ოკუპანტები ცდილობენ გამოიყენონ დრო, სანამ ახალ შეიარაღებას მივიღებთ

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თქმით, რუსეთის არმია  ცდილობს მაქსიმალურად გამოიყენოს დრო სანამ უკრაინა დასავლელი მოკავშირეებისგან ახალ შეიარაღებას მიიღებს. 

ალექსანდრ სირსკი აღნიშნავს, რომ რუსები ცდილობენ გაზარდონ საომარი მოქმედებების ინტენსივობა და გეოგრაფია რადგანაც ხვდებიან, რომ დასავლური წარმოების სამხედრო თვითმფრინავებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მიღების შემდეგ დრო უკრაინის სასარგებლოდ იმოქმედებს. 

"დროთა განმავლობაში რუსების წარმატების შანსი შემცირდება, ამიტომ საომარი მოქმედებების გეოგრაფიისა და ინტენსივობის გაზრდით ჩვენს გამოფიტვას ცდილობს."

ЗСУ-ს მთავარსარდლის თქმით, უკვე თითქმის ერთი კვირაა აღმოსავლეთ ფორნტის სხვადასხვა მონაკვეთებზე მუშაობს - სირსკის თქმით, რუსეთის მთავარი ძალისხმევა პოკროვსკისკენაა მიმართული. 

კონტექსტი 

9 ივნისს გამოცემა Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ წელს რუსეთისთვის შესაძლებლობის ფანჯარა იხურება. 

გამოცემის ცნობით, რუსეთმა ვერ ისარგებლა პაუზით, როდესაც უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემის პროცესი დასავლელი მოკავშირეების მხრიდან მკვეთრად შემცირდა. 

გამოცემა წერს, რომ 10 მაისს საოკუპაციო არმიის მიერ ხარკივის მიმართულებით ახალი ფრონტის გახსნამ ვერ მიაღწია პუტინის მიერ დასახულ ოფიციალურ მიზანს - ე.წ. სანიტარული კორდონის შექმნას ბელგოროდის ირგვლივ.

რუსეთის ყველაზე დიდ წარმატებად გამოცემა თებერვალში ქალაქ ავდიივკის დაკავებას ასახელებს და ხაზს უსვამს, რომ პროცესში რუსეთმა უმძიმესი დანაკარგები განიცადა. 

ავტორები ყურადღებას ამახვილებენ ჩასოვ იარის ბრძოლაზე - პატარა ქალაქი ბახმუტის შემოგარენში, რომლის დაკავებასაც რუსეთის არმია უკვე რამდენიმე კვირაა ცდილობს. 

მოსკოვის სტრატეგიების ანალიზისა და ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორი, რუსლან პუხოვი ამბობს, რომ კრემლის მიერ არჩეული ЗСУ-ს გამოფიტვის სტრატეგია ძვირი უჯდება მოსკოვსაც. რუსი ექსპერტის თქმით, პროცესმა შესაძლოა ძლიერ გამოფიტოს რუსეთის არმია, რაც უკრაინელებს კონტრიერიშის შანსს მისცემს. 

სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტუტის მკვლევარი, ბენ ბარი ყურადღებას ამახვილებს რუსეთის არმიის ხარისხობრივ დეგრადაციაზე - ექსპერტის თქმით, რუსეთმა დაკარგა ყველაზე ბრძოლისუნარიანი ჯარისკაცები, ოფიცრები და მოწინავე ჯავშანტექნიკა და ამჟამად მას არ შეუძლია მასშტაბური, ფრონტის ღრმა გარღვევაზე ორიენტირებული გაერთიანებული საჯარისო ოპერაციების წარმოება.  


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა