თეგებით ძიება

დაკავებულს საქართველოში 13 კგ მარიხუანა მანქანით შემოჰქონდა - სპეცოპერაცია სადახლოდან

საბაჟო გამშვებ პუნქტში "სადახლო საავტომობილო", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, 13 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, აკრძალული ნარკოტიკული საშუალება დაპრესილ მდგომარეობაში,  11 პოლიეთილენის შეფუთვაში იყო მოთავსებული.

სამართალდამრღვევ მოქალაქეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანა საქართველოს საზღვარზე, მალულად (ავტომობილის საბარგულში თხევადი გაზის ავზში,  წინასწარ მოწყობილ სამალავში) შემოჰქონდა. აღნიშნული აკრძალული ნარკოტიკული საშუალება დაპრესილ მდგომარეობაში,  11 პოლიეთილენის შეფუთვაში იყო მოთავსებული.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულს გადაეცა.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ საბაჟო ზედამხედველობის ფარგლებში, აკრძალული ნარკოტიკული ნივთიერებების  შემოტანა მკაცრ კონტროლს ექვემდებარება," - წერია განცხადებაში. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა