მექაში, ყოველწლიური ჰაჯის დროს, სიცხისგან 577 პილიგრიმი დაიღუპა
ყოველწლიური ჰაჯის დროს, მექაში, სიცხისგან 577 პილიგრიმი დაიღუპა. გარდაცვლილთაგან 320 ეგვიპტის, 60-მდე კი იორდანიის მოქალაქეა.
ჰაერის ტემპერატურა 50 გრადუსს აღემატება. სხეულის გადახურების გამო, 20000-მდე ადამიანია საავადმყოფოში გადაყვანილი.
მუსლიმთა წმინდა ადგილას ორ მილიონამდე ადამიანია ჩასული. მექაში სალოცავად წასვლა, ანუ ჰაჯის შესრულება, მუსულმანთა ერთ-ერთი წმინდა მოვალეობაა.