თეგებით ძიება
19. 06. 2024 სპორტი

უკრაინელმა მოფარიკავემ საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენს ხელი არ ჩამოართვა (ვიდეო)

შვეიცარიის ქალაქ ბაზელში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის შემდეგ უკრაინელმა მოფარიკავემ ელენა კრივიცკაიამ საქართველოს სახელით მოასპარეზე მაია გუჩმაზოვას ხელი არ ჩამოართვა. ინფორმაციას formulanews.ge ავრცელებს. 

შეხვედრა კრივიცკაიას გამარჯვებით, ანგარიშით 15:9 დასრულდა. გუჩმაზოვა უკმაყოფილო იყო კონკურენტის საქციელით, რომელმაც ხელის ჩამორთმევაზე უარი თქვა.

„აიღეთ თოფი და თქვენი სამშობლო დაიცავით, ომში. თქვენ კი სახელმწიფოს ხარჯზე შვეიცარიაში მოგზაურობთ“, - განაცხადა გუჩმაზოვამ. მისი თქმით, ის ელენა კრივიცკაიას დიდი ხანია იცნობს და აქამდე მათ შორის ნორმალური ურთიერთობები იყო.

მაია გუჩმაზოვა ვლადიკავკაზშია დაბადებული. 2017 წლიდან ის საქართველოს სახელით ასპარეზობს. მისი თქმით, უკრაინელ სპორტსმენებს მისცეს უფლება, რომ შეჯიბრების სხვა მონაწილეებს ხელი არ ჩამოართვან. მე რომ ეს გამეკეთებინა, ალბათ დისკვალიფიცირებული ვიქნებოდი“, - განაცხადა გუჩმაზოვამ.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს ფარიკაობის ასოციაცია გუჩმაზოვას საქციელს განიხილავს, რადგანაც მან უცენზურო სიტყვები გამოიყენა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა