თეგებით ძიება

თურქების სექტორში მარტოდმარტო ზის ქართველი.. ესაა ნამდვილი ტოლერანტობა - რას წერს რომან გოცირიძე

მოდით, სხვა თვალით შევხედოთ ფოტოს - პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში გუშინ, დორტმუნდში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ის ნამდვილი ტოლერანტობის მაგალითია.

ამ ფოტომ ეკრანები მოიარა-გაბედული ქართველი, რომელიც მარტოდმარტო იჯდა თურქი გულშემატკივრების გარემოცვაში, თანაც მას შემდეგ, რაც შეხლა-შემოხლა მოხდა სტადიონის ტრიბუნებზე თურქ და ქართველ გულშემატკივრებს შორის. 

მოდით, სხვა თვალით შევხედოთ ფოტოს: თურქების სექტორში მარტოდმარტო ზის ქართველი, აფრიალებს ქართველ დროშას და ამას მშვიდად იღებს თურქი გულშემატკივარი. არავითარი აგრესია. ესაა ნამდვილი ტოლერანტობა. 

თურქები ჩვენი მეზობელი, მეგობარი ერია. ისინიც ჩვენსავით ისწრაფიან ევროპისკენ, ერთადერთი ნატოს წევრი ქვეყანაა, რომელთანაც გვაქვს საერთო საზღვარი, ამ ქვეყანაში ათეულ ათასობით ჩვენი მოქალაქეა დასაქმებული. მხოლოდ რუსეთის ხელისუფლებას აწყობს და უნდა შუღლის ჩამოგდება ჩვენს ხალხებს შორის. კიდევაც ახერხებდა ნაწილობრივ ამას სხვადასხვა მარშისტების, ვასაძისტების, პატრიოტთა ალიანსელების, ასავალ-დასავლელების თუ სხვათა ხელით. მაინც არაფერი გამოუვიდა და არც გამოუვა. 

გუშინ კი მაგარი თამაში იყო. მცირეოდენი ინცინდენტი ვერაფერს დააკლებს ჩვენს კეთილმეზობლობას - წერს რომან გოცირიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა