თეგებით ძიება

გერმანიაში სექსუალური ძალადობის ბრალდებით ქართველი კაცი დააკავეს

გერმანიაში სექსუალური ძალადობის ბრალდებით ქართველი კაცი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, სახლისკენ მიმავალ ქალს თავს 32 წლის კაცი დაესხა. იმ დროს, როცა ქალი საცხოვრებელი კორპუსის შენობაში, საერთო სამრეცხაო ოთახში ჩავიდა, თან გაჰყვა და გააუპატიურა, შემდეგ კი ცემითაც დაემუქრა.

გამომძიებლებმა დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და აღწერილობების საფუძველზე, სახლის სათვალთვალო კამერებიდან სურათები ამოიღეს, რამაც პოლიციას საშუალება მისცა დაეკავებინა სავარაუდო თავდამსხმელი, რომელიც შემდეგ დაზარალებულმა ამოიცნო.

სასამართლო ხელისუფლებამ ადგილობრივი პროკურატურის მოთხოვნით ეჭვმიტანილის დაკავება დაადასტურა და წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა