საუდის არაბეთში, სულ მცირე, 550 მომლოცველი დაიღუპა - მძიმე ვიდეოკადრები ტრაგედიის ადგილიდან
საუდის არაბეთში ჰაჯი კვლავაც ჰაერის მაღალი ტემპერატურის პირობებში მიმდინარეობს.
ბოლო ინფორმაციით, სიცხის გამო მექაში, სულ მცირე, 550 მომლოცველი დაიღუპა.
საუდის არაბეთის ხელისუფლების მონაცემებით, 2000-ზე მეტ მომლოცველს სიცხის გამო ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა.
საუდის არაბეთის ეროვნული მეტეოროლოგიური ცენტრის თანახმად, გასულ ორშაბათს ტემპერატურამ მექას დიდ მეჩეთში 51.8 გრადუსს მიაღწია.
წლევანდელ ჰაჯში დაახლოებით 1.8 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა, აქედან 1.6 მილიონი უცხოელი იყო.