თეგებით ძიება

ცოლმა ქმრისა და სხვა ქალის სასიყვარულო მესიჯები "დასქრინა" და მეუღლის ნათესავებს გაუგზავნა - ქალს ბრალი წარედგინა

სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ხელ­ყო­ფის ფაქ­ტზე 5 პირი ამ­ხი­ლა, მათ შო­რის 2 მა­მა­კა­ცი და 3 ქალი. ამის შე­სა­ხებ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, სა­დაც კონ­კრე­ტუ­ლი საქ­მე­ე­ბის დე­ტა­ლებ­ზეა სა­უ­ბა­რი.

„სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ, პი­რა­დი მი­მო­წე­რის უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბის და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს გავ­რცე­ლე­ბის ფაქ­ტებ­ზე, მხი­ლე­ბუ­ლია 30 წლის ქალი.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2022 წლის ნო­ემ­ბრი­დან, ბრალ­დე­ბუ­ლი ქალი ქორ­წი­ნე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და ნ.ბ-სთან, რო­მელ­საც ინ­ტი­მუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და სხვა ქალ­თან და ისი­ნი კო­მუ­ნი­კა­ცი­ას სხვა­დას­ხვა ინ­ტერ­ნეტ აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ.

2023 წლის 28 იან­ვარს, ბრალ­დე­ბუ­ლი ქალი მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ში აპ­ლი­კა­ცია „Viber“-ში თა­ვი­სი მე­უღ­ლის სა­სიყ­ვა­რუ­ლო ში­ნა­არ­სის მი­მო­წე­რას გა­ეც­ნო. მან მი­მო­წე­რის ე.წ. სქ­რი­ნე­ბი გა­და­ი­ღო და შემ­დგომ­ში ისი­ნი მე­უღ­ლის ნა­თე­სა­ვებ­თან და მე­გობ­რებ­თან უკა­ნო­ნოდ გა­ავ­რცე­ლა.

და­ნა­შა­ულ­ში მხი­ლე­ბულ ქალს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 1571-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით და 159-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის წა­რედ­გი­ნა. მას სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნით 2 წელი პი­რო­ბი­თი მსჯავ­რი გა­ნე­სა­ზღვრა.

ასე­ვე, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ხელ­ყო­ფის ფაქ­ტზე, 1973 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2024 წლის იან­ვარ­ში, და­ზა­რა­ლე­ბულ­მა ქალ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ „Facebook“-ის მეშ­ვე­ო­ბით, 1973 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბუ­ლი გა­იც­ნო და მას­თან ვი­დე­ო­ზა­რით ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სექ­სი ჰქონ­და, რისი ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი და ვი­დეო მა­მა­კაც­მა ფა­რუ­ლად გა­და­ი­ღო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბრალ­დე­ბუ­ლი და­ზა­რა­ლე­ბულ ქალს და­ე­მუქ­რა - თუ არ და­ე­მორ­ჩი­ლე­ბო­და მას და არ შე­ას­რუ­ლებ­და მის მი­თი­თე­ბებს, ინ­ტი­მუ­რი ში­ნა­არ­სის ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერს და ფო­ტო­სუ­რა­თებს გა­უვრცე­ლებ­და.

სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა, ცხე­ლი ხა­ზის მეშ­ვე­ო­ბით შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე, კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბის სრუ­ლი დაც­ვით საქ­მე­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მოკ­ლე დრო­ში ჩა­ა­ტა­რა. ბრალ­დე­ბუ­ლის პი­რა­დი ჩხრე­კი­სას მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ში, ნა­ნა­ხი და ამო­ღე­ბუ­ლი იქნა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლა, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნის შემ­დეგ გა­ნად­გურ­დე­ბა. ბრალ­დე­ბუ­ლი ა.ფ. სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 157-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი­სათ­ვის იქნა და­კა­ვე­ბუ­ლი. მას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

და­ნა­შა­უ­ლი 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ხელ­ყო­ფის კი­დევ ერთი ფაქ­ტი გახ­სნა.

სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ხელ­ყო­ფის ფაქ­ტზე, და­ნა­შა­ულ­ში მხი­ლე­ბუ­ლია დედა-შვი­ლი.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2023 წლის ზა­ფხულ­ში, და­ზა­რა­ლე­ბულ­მა მ.გ.-მ სა­ზღვარ­გა­რეთ მყოფ თა­ვის შეყ­ვა­რე­ბულ მა­მა­კაცს გ.დ.-ს, აპ­ლი­კა­ცია „whatsapp“-ის სა­შუ­ა­ლე­ბით, თა­ვი­სი ინ­ტი­მუ­რი ში­ნა­არ­სის ფოტო და ვი­დეო მა­სა­ლა გა­უგ­ზავ­ნა, რო­მელ­საც მა­მა­კა­ცი კუთ­ვნილ ტე­ლე­ფონ­ში ინა­ხავ­და. პა­რა­ლე­ლუ­რად, ასე­ვე, აღ­ნიშ­ნულ მა­მა­კაც გ.დ.-ს ინ­ტი­მუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და სხვა გო­გოს­თან თ.ტ.-სთა­ნაც, რო­მელ­მაც მა­მა­კა­ცის მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ში სხვა ქალ­თან არ­სე­ბუ­ლი მი­მო­წე­რე­ბი და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ქა­ლის ინ­ტი­მუ­რი ში­ნა­არ­სის ფო­ტო­ე­ბი ნახა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, შუ­რის­ძი­ე­ბის მიზ­ნით ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა ქალ­მა თ.ტ.-მ და დე­და­მის­მა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ქა­ლის ინ­ტი­მუ­რი ში­ნა­არ­სის ფოტო და ვი­დეო მა­სა­ლა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ოჯა­ხის წევ­რებს და ახ­ლობ­ლებს გა­და­უგ­ზავ­ნა.

და­ნა­შა­ულ­ში მხი­ლე­ბულ დე­დას და შვილს ბრალ­დე­ბა, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს უკა­ნო­ნოდ შე­ნახ­ვის, გა­მო­ყე­ნე­ბის და გავ­რცე­ლე­ბის ფაქ­ტზე, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 157-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის წა­რედ­გი­ნათ. მათ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 3000 ლა­რის ოდე­ნო­ბით გი­რაო შე­ე­ფარ­დათ.

და­ნა­შა­უ­ლი 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ხელ­ყო­ფის ფაქ­ტზე 19 წლის კაცი და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ „Telegram”-ის ერთ-ერთ ჯგუფ­ში მის­თვის უც­ნო­ბი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ქა­ლის შიშ­ვე­ლი ფოტო-ვი­დეო მა­სა­ლა მო­ი­პო­ვა, რის შემ­დე­გაც იგი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით და­უ­კავ­შირ­და და­ზა­რა­ლე­ბულ ქალს და ახა­ლი ინ­ტი­მუ­რი კად­რე­ბის გა­და­ღე­ბა და მას­თან გა­დაგ­ზავ­ნა მოს­თხო­ვა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში უკვე მო­პო­ვე­ბუ­ლი კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბით და­ე­მუქ­რა. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის­გან უა­რის მი­ღე­ბის შემ­დეგ, ბრალ­დე­ბულ­მა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლე­ბი მის ქმარს და მე­ზობ­ლებს გა­და­უგ­ზავ­ნა.

სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ გა­მო­ძი­ე­ბა მყი­სი­ე­რად და­ი­წყო. ბრალ­დე­ბუ­ლი გ.მ. გა­მო­ძი­ე­ბის დროს სა­ა­ბო­ნენ­ტო ნომ­რით იდენ­ტი­ფი­ცირ­და, რომ­ლის მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ში ნა­ნა­ხი და ამო­ღე­ბუ­ლი იქნა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლე­ბი და მი­მო­წე­რის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ე.წ. „სქ­რი­ნე­ბი“.

მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი გ.მ. სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 157-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი­სათ­ვის იქნა და­კა­ვე­ბუ­ლი. მას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ხელ­ყო­ფის ფაქ­ტე­ბის აღ­საკ­ვე­თად და და­ნა­შა­ულ­ში მხი­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად ბრძო­ლას აქ­ტი­ურ რე­ჟიმ­ში აგ­რძე­ლებს“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა